ვიცე-პრემირი: ''დამღლელია უკვე ეკა ბესელიას მხრიდან პირადი ცხოვრების ვიდეოკადრებზე საუბარი''

23 ივლისი 2019, 18:09 1831 ნახვა

"თუ მაია ცქიტიშვილი ვერ ხვდება გუშინდელი კომენტარით რა გაუკეთა საკუთარ თავს, იმასაც თუ ვერ ხვდება ბოდიში მოსახდელი აქვს თუ არა ამ სიტყვებისთვის, ჩემი კომენტარი ზედმეტია“- ასე უპასუხა ეკა ბესელიამ, ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებას, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმე, რომელიც პარლამენტის წევრს უკავშირდება, მისთვის დამღლელია. 

მაია ცქიტიშვილი მის ნათქვამს არაეთიკურად არ თვლის, უმრავლესობის უმრავლესობა კომენტარს თავს არიდებს, თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ბოდიშები ეკა ბესელიას აქვს მოსახდელი, მესამე სექტორი ვიცე-პრემიერის განცხადებით აღშფოთებულია. მიაჩნიათ, რომ მსგავსი განცხადება მითუმეტეს ქალისგან მიუღებელია. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში