ქარელზე, რომ კომენტარი გავაკეთო, ოქრუაშვილი კი არა გამოშტერებულიშვილი უნდა ვიყო - ირაკლი ოქრუაშვილი

24 ივლისი 2019, 01:19 2177 ნახვა

ქარელზე რომ კომენტარი გავაკეთო, ოქრუაშვილი არ უნდა ვიყო, გამოშტერებულიშვილი უნდა ვიყო,“ – ასე გამოეხმაურა მოძრაობა ''გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ ქარელის განცხადებას.

ქარელის თქმით, პირადად შეესწრო, როგორ ავარჯიშებდა ირაკლი ოქრუაშვილი რამდენიმე ადამიანს 'ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის გასაყალბებლად. 

გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის თქმით, მის წინააღმდეგ მიმართული ხელისუფლების ქმედებები არაადეკვატურია.

„არაადეკვატურები რომ არიან, ეს საყოველთაო ცნობილია. ჭადრაკს ვეთამაშებით და ისინი სამკარტიან დურაკას გვეთამაშებიან ყველას ამ წლების განმავლობაში. არიან თუ არა შეწუხებულები, ვერ გეტყვით,''– ამბობს ოქრუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში