საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება

24 ივლისი 2019, 10:24 4533 ნახვა

საქართველოს ტერიტორიაზე 25 ივლისს, ინტენსიურად გავრცელდება შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც - დასავლეთ საქართველოში, ასევე სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელი წვიმა, ელჭექით, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი ნალექი.

ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს - ხანმოკლე წვიმა იქნება და იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 3 ბალი, შესაბამისად ბანაობა აიკრძალება.

26 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და მომდევნო დღეებში მზიანი ამინდი იქნება. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში