''ბათუმის ცის ქვეშ'' - საერთაშორისო ფესტივალი

24 ივლისი 2019, 15:00 1588 ნახვა

“ბათუმის ცის ქვეშ“ _ დღეს ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი იხსნება. საქართველოში იმყოფება იტალიელი დირიჟორი ლორენცო ტაციერი, რომელიც ჩინეთის სიჩუანის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს.  

ტაციერი გენუის ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელია, რომლის ფარგლებშიც 7 ქვეყანაში იმართება კონცერტები. სწორედ მათთან თანამშრომლობით დაიგეგმა დამეგობრებული საფესტივალო კონცერტების გამართვა ბათუმში.

პირველი მუსიკალური საღამო დღეს გაიმართება ბულვარში, ხვალ 20 საათზე კი კლასიკური მუსიკის კონცერტი დრამატულ თეატრში ჩატარდება. მასში უცხოელ მუსიკოსებთან ერთად ქართველი სოლისტებიც მონაწილეობენ.

რეპერტუარშია იტალიელი და ფრანგი კომპოზიტორების ნაწარმოებები, პროგრამა ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის კინო მუსიკით გაიხსნება. პროექტი აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში