რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება არასწორი პოლიტიკური სიგნალია - ''ევროპული საქართველო''

25 ივლისი 2019, 12:48 1498 ნახვა

საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება არასწორი პოლიტიკური სიგნალია, - აცხადებენ ''ევროპული საქართველოს“ წევრები.

დეპუტატმა გიორგი კანდელაკის თქმით, ამ კუთხით ხარჯის გაღება მცდარია.

„ჩვენი აზრით, ასეთი ხარჯის გაღება, მით უმეტეს, მგზავრთა რაოდენობაზე გადაანგარიშებით, მგზავრზე 90 ევრო გამოდის, არის ძალიან მცდარი. რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება, მაშინ როდესაც მთავრობა ჯერ კიდევ აჭიანურებს „რაინეართან“ კონტრაქტის ხელმოწერას, არასწორი პოლიტიკური სიგნალია”, – აცხადებს კანდელაკი.

რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებისთვის საქართველოს მთავრობამ 600 ათას ევრომდე თანხა გამოყო - ამის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. 

საუბარია ბილეთების სუბსიდირებაზე, ანუ ავიაკომპანია, რომელიც ბათუმის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან, ერევნის გავლით სატრანზიტო ფრენებს შეასრულებს რუსეთის მიმართულებით და უკან - საქართველოს მთავრობა თოთოეული მგზავრის ბილეთში მაქსიმუმ 90 ევროს გადაუხდის.

სუბსიდირება შეეხება ყველა იმ მგზავრს, ვინც მოგზაურობას საქართველოს მიმართულებით რუსეთის ფედერაციიდან დაიწყებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში