ოქრუაშვილს აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები

26 ივლისი 2019, 12:08 1791 ნახვა

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებმა ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მას ციხიდან აუცილებლად გამოიყვანენ.

''საქართველოში დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები, სულ უფრო და უფრო მატულობს პოლიტმპატიმრების რიცხვი და ერთ-ერთი მათგანი გუშინ, გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გახდა. 20 ივნისს, საღამოს შვიდი საათიდან ვიყავი რუსთაველის გამზირზე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მას არავითარი ძალადობა არ დაუგეგმია, არავითარი კონსულტაციები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არ უწარმოებია და მონაწილეობა არ მიუღია. 

ირაკლი ოქრუაშვილი რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებას იცავდა. აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ ხელისუფლებას უფლებას დაატეროროს ოპოზიცია. ასე სათითაოდ ამოაძროს ოპოზიციიდან ის ხმები, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ნორმალური განვითარების გზას იცავენ'' - თქვა ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ. 

მოძრაობა ''გამარჯვებული საქართველოს'' ლიდერი კი ბრიფინგზე მამუკა ბახტაძის განცხადებასაც გამოეხმაურა. კოტე კემულარიამ პრემიერ მინისტრის კომენტარს სამარცხვინო უწოდა. 

''არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იყო ნათელი. ელემენტარულად, კადრებში ჩანს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია'' - უთხრა დღეს ჟურნალისტებს მტავრობის მეთაურმა. 

ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდემრა კი მას ასე უპასუხა: ''სახელმწიფოს ლიდერმა პრაქტიკულად პირდაპირ თქვა, რომ ირაკლი ოქრუაშვილზე ყველაფერი ნათელია, რომ თითქოს არსებობს რაღაც კადრები, სადაც ეს ყველაფერი ჩანს და ის სწორად არის დაპატიმრებული. 

ეს არის სირცხვილი, ეს არის დანაშაული და თავის მოჭრა, როცა სახელმწიფოს მეთაური ასე იქცევა''.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში