''თიბისი ბანკის'' საქმე და ფარული მოსმენები

27 ივლისი 2019, 15:30 1515 ნახვა

‘’თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატის განცხადებით, გასული წლის მიწურულიდან, 2019 წლის გაზაფხულამდე მოსამართლის ნებართვით, „თიბისი ბანკის“ საქმეზე 20-მდე ადამიანის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ. მათ შორის ტვ პირველის მფლობელ გახტანგ წერეთელს. უფლეადამცველ ზვიად კორძაძის თქმით, უსმენდნენ ყველას, ვინც საქმეში ფიგურერებდა. ადვოკატის განცხადება ტვ პირველის მფლობელი „ფეისბუკში“ გამოეხმაურა,  სადაც წერს: “გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. 

ვითომ "ფულის გათეთრების" საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომელს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!! “ თემას პოლიტიკურ წრეებში გამოხმაურება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა საგამოძიებო ქმედება საქმეზე, კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა.  ოპოზიციას კი ეჭვებს უჩენს, ვატო წერეთლის მოსმენებით ახლა რატომ დაინტერესდა საგამოძიებო უწყება. იმ ფონზე, როცა საქმე 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციას ეხება.

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს იყოს მცდელობა გავლენა მოიპოვონ კრიტიკულ მედიაზე. ექსპერტები კი ამბობენ, რომ საკითხს სამართლებრივ საქმესთან არანაირი კავშირი აქვს. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, მისი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სააპელაციო წესით სავარაუდოდ, ხვალ გაასაჩივრებს.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში