ოპოზიციის მოთხოვნები ხელისუფლებას

28 ივლისი 2019, 12:30 2038 ნახვა

დილით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგი ჩატარდა, რომელსაც „ევროპული საქართველოსა“ და „ემსახურე საქართველოს“ წევრებიც შეუერთდნენ. ოპოზიცია ელგუჯა ბაგრატიონის პოლიციაში დაბარებას ოპონენტის პოლიტიკურ დევნას უწოდებს. ოპოზიციამ უცვლელი მოთხოვნებიც გააჟღერა: გათავისუფლდნენ 20-21 ივნისის აქციის გამო პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები;

დაუყოვნებლივ გადავიდეს ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და მოწესრიგდეს საარჩევნო კანონმდებლობა. დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიციის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხევაში საფრთხე ემუქრება არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქვეყნის მომავალსა და მის დასავლურ კურსს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში