პარლამენტი პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს საშემოდგომო სესიაზე მოისმენს

29 ივლისი 2019, 12:18 1156 ნახვა

პრემიერ-მინისტრის, სახალხო დამცველისა და გენერალური პროკურორის წლიურ ანგარიშებს  დეპუტატები საშემოდგომო სესიაზე მოისმენენ. მთავრობის ხელმძღვანელს პირველი წლიური ანგარიში ივნისის ბოლომდე უნდა წარედგინა, თუმცა  საკანონმდებლო ორგანოში მამუკა ბახტაძის გამოსვლა გადაიდო. 

რაც შეეხება სახალხო დამცველის ანგარიშს, ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებული 2018 წლის ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა, თუმცა პლენარული სხდომის ფორმატში არც ომბუდსმენის მოსმენა მომხდარა.  რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბერის მესამე პარასკევს იხურება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში