ქედის მთებს ნამეფვარს, გომის მთას და ტბათს ელექტროენერგია არ მიეწოდება

29 ივლისი 2019, 12:22 1742 ნახვა

ქედის მთებს  ნამეფვარს, გომის მთას და ტბათს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ქედის მერიაში ამბობენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობენ და დასახელებულ მთებს ელექტროენერგია მომავალი წლისთვის ექნებათ.

ელექტროენერგია არაა მუნიციპალიტეტში არსებულ პატარა- მცირედასახლებიან მთებზეც, თუმცა ქედის მერიაში ამბობენ, რომ ეს მთები გენერატორებითაა აღჭურვილი.  ქედაში სულ 20-მდე დიდი და პატარა სამთო იალაღია, სადაც მოსახლეობას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი საძოვრებზე მიჰყავს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში