ხვალ საქართველოში 38 გრადუსამდე დაცხება

29 ივლისი 2019, 12:56 2258 ნახვა

ხვალ, 30 ივლისს, საქართველოში ამინდს განსაზღვრავს ინტენსიურად გადმონაცვლებული ცხელი და მშრალი ჰაერის მასები, რომლის გავლენითაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

სანაპირო კურორტებზე ხვალ მზიანი ამინდი იქნება, მაქსიმალური ტემპერატურა +32, +37, გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთის დაბლობზე +33, +38, აღმოსავლეთის ბარში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი. 

30 ივლისს, დღის ბოლოს მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ქარის შკვალური გაძლიერება (ხანმოკლე ძლიერი ქარი). ღამის საათებში კი გაწვიმდება.

ჰაერის ტემპერატურა ზეგისთვის შედარებით დაიკლებს.

გაავდრების მიუხედავად ზღვაზე შტორმული სიტუაცია მოსალოდნელი არ არის, ტალღის სიმაღლე მხოლოდ 1-2 ბალამდე მოიმატებს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში