"აჭარის საგზაო დეპარტამენტმა ბიუჯეტს 2 მილიონი ლარის ზიანი მიაყენა"- ენმ

30 ივლისი 2019, 11:47 2304 ნახვა

ქობულეთში, ზენითი-ალამბარის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის აჭარის საგზაო დეპარტამენტმა დაახლოებით 2 მილიონ ლარის ზიანი მიაყენა სახელმწიფო ბიუჯეტს - აღნიშნულზე საუბარია აუდიტის დასკვნაში, რომელიც გამოქვეყნებამდე ენმ წევრმა რეზო ხარაზმა გაასაჯაროვა.

ამასთან ხარაზი ტენდერების გაუმჭვირვალედ წარმართვაზეც საუბრობს. იგი ირწმუნება, რომ პროკურატურას გადაეცემა აუდიტის დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს მთავარი აუდიტორი ნადიმ ბოლქვაძე.

მისივე მტკიცებით, სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე  სისხლის სამართლის პასუხისგება უნდა დაეკისროს  დეპარტამენტის ყოფილ უფროსებს გიორგი რომანაძესა და არჩილ ჩიქოვანს.

თემაზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობს და საპასუხო კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში