ქედასა და ხულოში 29 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ

31 ივლისი 2019, 12:29 2037 ნახვა

ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 29 ოჯახს  საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემათ - გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღო.

თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის წინ თქვა, რომ ისინი გააგრძელებენ  დაანონსებულ პოლიტიკას თვითნებურად დაკავებული ფართების დაკანონებასთან , ასევე საცხოვრისით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

„დღეს ხელი მოეწერება განკარგულებას, რომლის საფუძველზეც ქედაში და ხულოში  29 ოჯახი მიიღებს და დაიკანონებს საცხოვრებელ ფართს, რომელიც წლებია უკვე ფაქტობრივად მათ სარგებლობაში იყო და ისინი ვერ ახერხებდნენ მათ დაკანონებას“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში