სეზონური სესხებით დაზარალებულებს სახელმწიფო დახმარებას სთავაზობს

31 ივლისი 2019, 15:19 1464 ნახვა

რას გეგმავს აჭარის მთავრობა იმ ოჯახების დასახმარებლად რომლებსაც სეზონური სესხები აქვთ და ასევე დაზარალდნენ დასაქმების ნაწილშიც - ეს ჯერ უცნობია, თუმცა დღეს თორნიკე რიჟვაძე  ასეთ ოჯახებს დახმარებას დაჰპირდა. თქვა, რომ  ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად საკითხზე მუშაობს და შედეგს აგვისტოში ელოდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს ოპონენტები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ  რეგიონში  წელს ყველაზე წარმატებული ტურისტული სეზონი იქნებოდა, რომ არა, როგორც თავად ამბობს, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან, მუდმივი შტურმი და  ქაოსის შექმნის მცდელობა.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე თორნიკე რიჟვაძემ სხვა ინიციატივებიც გაახმოვანა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში