''საქსტატის'' მონაცემებით ივნისში ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა

31 ივლისი 2019, 15:00 1186 ნახვა

საქსტატის  წინასწარი შეფასებით, ივნისში ეკონომიკა  5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ აღმასრულებელმა დირექტორმა ივნისის ეკონომიკური ზრდის  წინასწარი  შეფასების  წარდგენისას განაცხადა. გოგიტა თოდრაძის განმარტებით, ივნისში კლება დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობაში.  
 

ამასთან, ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის  მრეწველობის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, ამასთან რამდენიმეთვიანი კლების შემდეგ ზრდა დაფიქსირდა მშენებლობაში. მისივე თქმით, ივნისში 3 893 ახალი საწარმოა დარეგისტრირებული, რაც წინა წლის ივნისის მაჩვენებელს 2 %-ით ჩამორჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში