ექსკლუზიური ძუძუთი კვება ბავშვის სიცოცხლის გადარჩენის უნიკალური საშუალებაა

02 აგვისტო 2019, 00:05 2259 ნახვა

მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 1990 წლის აგვისტოში მიღებული დეკლარაციით, მხარს უჭერს და აძლიერებს ძუძუთი კვების სტრატეგიას, ბავშვთა ჯანმრთელობის ხელის შეწყობის მიზნით.

შესაბამისად, ყოველი წლის 1-7 აგვისტოს  ჩათვლით ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება.

რა უნდა იცოდეთ ძუძუთი კვების შესახებ?

ახალშობილისა და ჩვილი ბავშვის საუკეთესო საკვები დედის რძეა. იგი ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად. დედის რძეში საუკეთესო თანაფარდობით არის წარმოდგენილი ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ნივთიერება. ქალის რძე არა მარტო სრულფასოვანი საკვებია, არამედ დამცველობით ფუნქციასაც ასრულებს. დედის რძე ვიტამინების საუკეთესო წყაროა, და ამასთან მასში შემავალი დამცველობითი ფაქტორები იცავს ბავშვს მრავალი ინფექციური, არაინფექციური და ალერგიული დაავადებისაგან. ამავე დროს, ქალის რძე თავად ასტიმულირებს ბავშვის იმუნური სისტემის მომწიფებას. სწორედ ამიტომ, ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები გაცილებით იშვიათად ავადდებიან ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფი. ქალის რძე შეიცავს ფერმენტებს, რაც ხელს უწყობს ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მისი მონელების პროცესს.

ჯანმო და UNICEF რეკომენდაციით :

• ძუძუთი კვების ადრეული დაწყება ბავშვის დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში;

• ექსკლუზიური ძუძუთი კვება სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში;

• ექვსი თვის ასაკიდან შესაბამისი უსაფრთხო (მყარი), შერეული კვების დანერგვა, ძუძუთი კვების პარალელურად 2 წლის და მეტი ასაკამდე.

თუმცა, ბევრი ჩვილი და სხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები არ იღებენ ოპტიმალურ კვებას. მაგალითად 2007-2014 წლების პერიოდში, 0-6 თვის ასაკის ჩვილთა მხოლოდ 36% იმყოფება ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე. გაუმჯობესდა რეკომენდაციები აივ-ინფიცირებული დედების ჩვილთა საჭიროებებზე. ანტირეტროვირუსული პრეპარატები ახლა აძლევს საშუალებას ამ ბავშვებს იმყოფებოდნენ ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე 6 თვის განმავლობაში და გააგრძელონ ძუძუთი კვება არა უმეტეს 12 თვემდე. რაც იწვევს მნიშვნელოვნად აივ ინფექციის გადაცემის რისკის შემცირებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში