ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე უარს ამბობენ

01 აგვისტო 2019, 21:07 1856 ნახვა

''რუსთავი 2''-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე უარს ამბობენ, სამართლებრივ დავას განაგრძობენ და ხალვაშთან მოლაპარაკებებს წყვეტენ.  ორი დღის წინ, ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა მათ წილის 40 პროცენტი შესთავაზა. დამფუძნებლები კი ამბობენ, რომ „რუსთავი 2“-ის კვლავ სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

განსხვავებულია არხის მოქმედი დირექტორის პოზიცია. პაატა სალია  ქიბარ ხალვაშის სახელით ამბობს, რომ აქიმიძეს და დვალს არ მოსწონთ სარედაქციო პოლიტიკა, 50-პროცენტიანი პაკეტი კი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია არაა. როგორც იცით წილებზე პრეტენზიას ირაკლი ოქრუაშვილიც აცხადებს, დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ იგი ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში