უცხო ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან  საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველების რეგისტრაცია დაიწყო

02 აგვისტო 2019, 10:25 1798 ნახვა

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებს რეგისტრაცია 2 აგვისტოს 10:00 საათიდან 20 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ. 

მსურველმა უნდა შეავსოს გამოცდაში მონაწილეობის მიღების შესახებ განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში,  რეგიონებში კი  საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას.

განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე აუცილებელია თან ერთვოდეს:

➤ გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

➤ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, მან ასევე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.  

გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის დასრულებამდე, აღნიშნული თანხა აპლიკანტს სრულად დაუბრუნდება. 

გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს იმ  მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში