ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ დააკავონ

02 აგვისტო 2019, 11:18 1449 ნახვა

„რუსთავის 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გვარამია არ გამორიცხავს, რომ დააკავონ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა მოწმის სტატუსის ბრალდებულის სტატუსით შეცვლას და გამორიცხავს თუ არა, რომ მისი დაკავება დღესვე მოხდეს, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ის ამ შესაძლებლობას უშვებს.

''ამ ქვეყანაში, სადაც სამ სიტყვიანი გინებისთვის 9 თვეს უსჯიან ყველაფერია მოსალოდნელი'' - ამბობს გვარამია. 

''რუსთავი 2''-ის ყოფილი მმართველი ამბობს, რომ გამოძიებას ეტყვის ყველაფერს რაც ახსოვს.

''რასაც მკითხავენ იმაზე ვუპასუხებ. რაც მახსოვს ვიტყვი. ლაპარაკი 2015 წელზე, ეკონომიკურ და ფინანსურ საქმიანობაზე, რაც როგორც იცით ყველა კომპანიაში ფინანსური სამსახურის საქმეა. რაც მახსოვს ყველაფერს ვიტყვი, ავხსნი... მე ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. ისე, რომ მჭირდებოდეს ჩადენის დროსაც იურისტი ვარ და შემიძლია კვალი არ დავტოვო. თან შეგახსენებთ, ძალიან კარგი იურისტი ვარ. მითუმეტეს უდანაშაულობის შემთხვევაში არაფერ კვალს მე არ ვტოვებ.

ზვიად კუპრავას შეუფარდეს ჩემზე უფრო ნაკლები გინებისთვის 9 თვე, ხალხნო უპრეცენდენტო რამეზე ვლაპარაკობთ. ამ ქვეყანაში, სადაც სამ სიტყვიანი გინებისთვის 9 თვეს უსჯიან ყველაფერია მოსალოდნელი. ეს ემსახურება იმას, რომ მე ვერ გავაკეთო ახალი ტელევიზია და მეორე გააკონტროლონ ''რუსთავი 2'', რომელსაც აუცილებლად გააკეთებენ. დამაბრუნონ ტელეკომპანიაში, გავისტუმრებ ხელფასებს და კიდევ ვაცოცხლებ ტელევიზიას'' - თქვა გამოკითხვაზე შესვლამდე ნიკა გვარამიამ. 

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში