''კოლხობა''-სახალხო დღესასწაული

27 აგვისტო 2016, 00:00 4078 ნახვა

“კოლხობა” სახალხო დღესასწაული წელს 39-ედ გაიმართა. ღონისძიება სარფში დაიწყო და გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრეში გაგრძელდა. გონიოს ციხეში, ტრადიციული რეწვის ნიმუშების, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთებისა და “კოლხობის” ამსახველი ქრონოლოგიური ფოტო--გამოფენა იყო წარმოდგენილი. სცენაზე ძველი კოლხეთის მითიური მეფის, აიეტის ეპოქაც გააცოცხლეს. შესრულდა ლაზური სიმღერები. ადგილობრივებთან ერთად სენაკის, ჩხოროწყუსა და აბაშის მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ. 

ამავე კატეგორიაში