გვაქვს მოლოდინი, რომ ლარი თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს დაუბრუნდება - პრემიერი

02 აგვისტო 2019, 14:47 1895 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ლარის კურსი ორი დღეა გამყარების ტენდენციას აჩვენებს, რაც მოსალოდნელიც იყო. 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ყველა ანალიზი აჩვენებდა, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული. 

მტავრობის მეთაურის თქმით, ლარი თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს დაუბრუნდება, ხელისუფლებას ამის მოლოდინი აქვს.

​''პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ნებისმიერი ანალიზი ამას მკაფიოდ აჩვენებდა, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები იყო ჯანსაღი. ეს დაადასტურა ორი დღის წინ, ეკონომიკური ზრდის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამაც. ლარის გაუფასურებას სამწუხაროდ ხელი შეუწყო, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებულმა ნეგატიურმა ფონმა და ამ ფონით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა. 

რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს შემოსავლების კლება ტურიზმის სექტორში, ყველასთვის ცნობილი მოვლენების გამო. ტურიზმში ძალიან მაღალი ზრდის ტემპი იყო. მაგალითისთვის ივნისში აჭარაში გვქონდა 40% ზრდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სამწუხაროდ იმ გამოწვევის ფონზე რაც დადგა, იგივე ტრენდის დაბრუნება გაგვიჭირდება, მაგრამ ერთობლივი ღონისძიებებისთვის ვეცდებით დავაბრუნოთ მზარდი დინამიკა.  

ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს'' - თქვა ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ. 

ლარი დოლარან მიმართებაში 4 თეთრით გამყარდა. 

გუშინ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გამიტანა, აქედან 32 800 000 დოლარი გაიყიდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში