C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად გამოკვლევები უფასო გახდება

02 აგვისტო 2019, 14:47 1962 ნახვა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ცვლილებები განხორციელდება. ის თანხა, რომელიც მოქალაქეებს პროგრამაში ჩასართავად საჭირო გამოკვლევებისთვის ჭირდებოდათ, დაახლოებით 140-დან 360 ლარამდე, მათ საქართველოს მთავრობა დაუფინანსებს.

შესაბამისად, პროგრამაში ჩართვას  მოქალაქეები უფასოდ, კვლევებისთვის საჭირო დამატებითი თანხის გადახდის გარეშე შეძლებენ.

სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე პროგრამაში აჭარიდან სულ 8518 პირი ჩაერთო, 5219-მა დაასრულა მკურნალობა, რომელთა განკურნების მაჩვენებელი 98% -ია.  რეგიონში სკრინინგი 47 000-ზე მეტმა პირმა ჩაიტარა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  2019 წლიდან რეგიონში ინტეგრირებული სკრინინგის დაფინანსება დაიწყო, რაც ითვალისწინებს სამედიცინო პერსონალის მოტივაციას სკრინინგის ჩატარების მიზნით.

2018 წლიდან რეგიონი შეუერთდა ,,ნულოვანი ტუბერკულოზის“ ინიციატივას, რომელიც ასევე მიზნად ისახავს C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის, აივ-ინფექციის გამოვლენას და მკურნალობაში ჩართვის ხელშეწყობას. აღნიშნული აქტივობების დაფინანსება 350 000 ლარამდე გაიზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში