ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს

02 აგვისტო 2019, 14:08 1212 ნახვა

ნიკა გვარამიას განცხადებით  ბრალდების მხარეს კონკრეტული მტკიცებულებები არ წარუდგენია, ამასთან დარწმუნებულია, რომ მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს, რადგან დარწმუნებულია საკუთარ უდანაშაულობაში.  მის წინააღმდეგ დაწყებულ  სისხლის სამართლებრივ დევნას იგი  დაანონსებული ტელევიზიის გახსნას უკავშირებს.  

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორს მიაჩნია, საქმე არის აბსურდული და კითხვები, რომლებიც მას ბრალდების მხარემ დაუსვა ეხებოდა სამეწარმეო საკითხებს, კონკრეტულად კი ფინანსურ საქმიანობას, რაც ნიკა გვარამიას განცხადებით მისი კომპეტენცია არ იყო.
 

ნიკა გვარამიას თქმით, იყო კონკრეტული კითხვები, სარეკლამო კონტრაქტებთან დაკავშირებით, რაც მისი შეფასებით ბიზნესში ჩარევაა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში