ბიაფიადა - წინასაფესტივალო კინოჩვენებები ბათუმში

02 აგვისტო 2019, 14:03 2562 ნახვა

ბიაფიადა იწყება. წელს პირველად საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი კინოჩვენებებს აგვისტოში გამართავს  -  ბიაფის გახსნამდე ერთი თვით ადრე. წინასაფესტივალო პროექტის ფარგლებში კინოჩვენებები ბათუმის ბულვარში საზაფხულო თეატრთან, ღია ცის ქვეშ  გაიმართება. ნაჩვენები იქნება ახალი ქართული კინო, მოკლემეტრაჟიანი ფილმები და კლასიკა.

ფილმები ინგლისურენოვანი სუბტიტრებით გავა, რაც უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნოს ქართულ კინოს. მსგავსი პროექტი ოქტომბერშიც ჩატარდება, ამჯერად უკვე კინოჩვენებები აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში გაიმართება.  

საავტორო კინოს ბათუმის მეთოთხმეტე საერთაშორისო ფესტივალი ბიაფი 15-22 სექტემბერს გაიმართება. ბიაფზე  წელსაც ტრადიციულად აჩვენებენ საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმებს.  

წარმოდგენილი იქნება  40 სრულმეტრაჟიანი  მხატვრული  და  დოკუმენტური ფილმი  30-35 ქვეყნიდან. საკონკურსო  ნაწილი სექციებად დაიყოფა. გაიმართება მასტერკლასები და ვორქშოპები. ფილმების ჩვენების ძირითადი ლოკაცია, კინოთეატრი “აპოლო” იქნება.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში