ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

02 აგვისტო 2019, 17:34 1110 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა.

პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული მაიორ ნიკოლოზ ვაშაყმაძის მეთაურობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მისიას 7 თვის განმავლობაში მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა.  

ქართული ასეული ოპერაციის რაიონის კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულებაზე იყო პასუხისმგებელი.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში