სტუდენტების დარბევის გამოუძიებელი საქმე და დაწინაურებული დავით ბედია 

02 აგვისტო 2019, 20:53 3262 ნახვა

სტუდენტების დარბევის გამოუძიებელი საქმე და დაწინაურებული დავით ბედია. შსს-ს და სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი  პენიტენციური დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.  სწორედ ბედია ხელმძღვანელობდა 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტში ახალგაზრდების დარბევას.

მაშინ ფიზიკური დაზიანებები ათობით სტუდენტმა მიიღო, შეურაცხყოფა მიაყენებს ლექტორებსაც. მანამდე კი ბედიამ  TV 25-ში ნიღბიანების შესვლას უხელმძღვანელა.  აჭარის მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნა ამავე ხელისუფლების პირობებში დაიწყო. ხელისუფლების ცვლილებიდან ერთ თვეში. 2012 წელს მთავრობაში ამბობდნენ, რომ იგი პროფესიონალია, დანარჩენი კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. გამოძიებას კი 12 წლის თავზეც არაფერი დაუდგენია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში