მთავრობა გეგმავს სასტუმროების მეპატრონეებს კრედიტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმაროს  

02 აგვისტო 2019, 21:22 1286 ნახვა

აქციამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების სესხის პროცენტის ნაწილი ბიუჯეტიდან დაიფარება. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ პროგრამა სექტემბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯოდმარემაც ისაუბრა. დეტალები ჯერ უცნობია. ბახტაძეს დღეს განმარტების გაკეთება რუსეთიდან ერევნის გავლით ფრენების დასაფინანსებლად 600 ათასი ევროს გამოყოფის თაობაზეც მოუხდა. ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე ნაკლები იყო ტურისტული კომპონენტი. მთავარი მიზეზი კი რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში დასვენების ხელშეწყობაა. „შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს ბაბუა, ბიძაშვილმა ნახოს მამიდაშვილი და ასე შემდეგ“ - ამბობს მამუკა ბახტაძე.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში