მამუკა ბახტაძე -„ თუ არსებობს კითხვები, მათ ყველამ უნდა გასცეს პასუხი“

04 აგვისტო 2019, 15:16 1376 ნახვა

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორნია.  პრემიერმა, ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის შესაძლო გამოკითხვასთან დაკავშირებით  თქვა, რომ და თუ არსებობს კითხვები, ყველამ უნდა გასცეს პასუხი.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა გამოკითხვაზე ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები ზურაბ ალავიძე და  დავით შავლიაშვილი დაიბარონ.  მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება 710 მილიონის ღირებულების ტენდერს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში