ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა

06 აგვისტო 2019, 18:10 2374 ნახვა

ეროვნული ბანკის  უშედეგო და დაგვიანებული გადაწყვეტილება - ასეთი შეფასებები კეთდება მას შემდეგ, რაც ლარმა გაუფასურება ისევ დაიწყო. ეროვნული ბანკის ინტერვენციის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ  მალევე,  6 დღის შემდეგ, დოლარი ლართან მიმართებაში ისევ გამყარდა.  

დღეს ერთი ამერიკული დოლარი  2 ლარი და 89 თეთრი ღირს. სავალუტო  ჯიხურებში  კი 2 ლარსა და 92 თეთრს აღწევს.

რეკომენდაციები პოლიტიკოსების გარდა, აქვთ ექსპერტებსაც. მიაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად ქმედითი ნაბიჯები კვლავ უნდა გადადგას.  ოპოზიცია პასუხიმგებლობას მთავრობას აკისრებს, სახელისუფლებო პარტია კი აცხადებს,  რომ ლარის გაუფასურება, მხოლოდ ტურისტული მიმართულებით შექმნილ კრიზისს არ უკავშირდება.  
 

ცოტა ხნის წინ ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და კვლავ განმარტებებით შემოიფარგლა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში