ვლადიმერ პუტინის და რაულ ხაჯიმბას შეხვედრა

07 აგვისტო 2019, 18:03 1619 ნახვა

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა უნდა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში და ოსი ხალხი უნდა გაერთიანდეს“ - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიის დე-ფაქტო პრეზიდენტი. ანატოლი ბიბილოვს მიაჩნია, რომ რუსეთთან შეერთება ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონთან შეერთების გზით უნდა მოხდეს.  

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი კი ვლადიმერ პუტინს შეხვდა, აქ რუსეთთან შეერთებაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ ისაუბრეს სოციალურ-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.  

ორივე ფაქტმა მკვეთრი რეაქცია გამოიწვია ხელისუფლებაში, სადაც აცხადებენ, რომ  მსგავსი ფაქტები არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა და ოკუპაციის ლეგიტიმაციის უხეში მცდელობა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში