უცხოელი პოლიტიკოსების და დიპლომატების გამოხმაურება

07 აგვისტო 2019, 17:01 1059 ნახვა

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავს უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები ეხმიანებიან. „ვადასტურებ ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ“ აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საკუთარ ტვიტერის გვერდზე, მისი ლიეტუველი კოლეგაც ამავე სოციალურ ქსელში, ეხმაურება ფაქტს და წერს, რომ გაჩუმება გამოსავალი არ არის და რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიას.რასაც საერთაშორისო საზოგადოებამ, წინააღმდეგომა უნდა გაუწიოს.
 

დეოკუპაციითვის ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს ბრიტანეთის პარლამენტის წევრიც, რომელიც მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ოკუპაცია.

თარიღი შეუმჩნეველი არც ნორვეგიისა და შვედეთის საგარეო უწყებებს დარჩენიათ, აცხადებენ, რომ მათი მხარდაჭერა ურყევია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში