პოლიტიკური სპეკულაციები აგვისტოს ომზე

07 აგვისტო 2019, 21:25 1256 ნახვა

ვინ დაიწყო ომი? კითხვა რომელიც 11 წელია აქტუალობას არ კარგავს. გვესმის პოლიტიკური ბრალდებები.  ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი  გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოკუპაციის თანაავტორი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

ირაკლი ღარიბაშვილი არ არის  მმართველი გუნდიდან ერთადერთი , ვინც წინა ხელისუფლებას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.   მაგალითად, გია ვოლსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა  საომარი მოქმედებებიდან განზრახ არ გამოიყვანა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომ  წაგებისთვის გასწირა საქართველო. 

,,ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, 2008 წელს პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა“-,,ქართულ ოცნებას“ ვიდეო-მიმართვით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში