გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

08 აგვისტო 2019, 10:49 1383 ნახვა

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილება.  საბჭოს სხდომა, ტრადიციულად დახურულ კარს მიღმა გაიმართება. სხდომის დასრულების შემდეგ კი მედიასთან კომენტარს სხდომის თავმჯდომარე ქვეყანა - პოლონეთი გააკეთებს.

გუშინ კი საქართველოს მუდმივმოქმედმა  წარმომადგენელმა  ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე  აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა.  კახა იმნაძემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში