11 წელი აგვისტოს ომიდან

08 აგვისტო 2019, 15:09 1779 ნახვა

,,ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი მარტივია - არა შეგუებას! - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.  პრეზიდენტს მიაჩნია, რომ  უნდა შეძლოს ქართულმა მხარემ  პარტნიორების მობილიზება, რათა კონფლიქტების გადაწყვეტა გახდეს მათი პრიორიტეტიც.  მამუკა ბახტაძის განცხადებით, კი ,,ოკუპაცია არის საერთო ეროვნული ტკივილი, ეს არის საერთო ეროვნული გამოწვევა და საქართველო აუცილებლად დაძლევს ოკუპაციას“.  

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით 90-იანი წლების დასაწყისი,  2008 წელი  კი ამ პროცესის გაგრძელება იყო.  


კითხვის ნიშნები, თუ ვინ არის ოკუპანტი, ვინ შემოიჭრა საქართველოში და ვინ განახორციელა ომი, არ შეიძლება არსებობდეს, იმიტომ რომ ეს არის რუსეთი - ამბობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში