6 თვეში ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 4965 შემთხვევა დაფიქსირდა

08 აგვისტო 2019, 22:12 2148 ნახვა

6 თვეში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სულ  5399 შემაკავებელი ორდერი დაიწერა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან-ივნისის ჩათვლით ძალადობის მსხვერპლების დასაცავად 5399 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. მათგან ყველაზე მეტი თბილისში-2655, ხოლო ყველაზე ნაკლები რაჭა-ლეჩხუმში-28.

რაც შეეხება აჭარას.  აჭარაში ძალადობის მსხვერპლის დასაცავად  სულ 428 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

რაც შეეხება ძალადობის სახეებს.  სტატისტიკის თანახმად, 6 თვეში ყველაზე ხშირად ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას- 4965 ფაქტი, მას მოსდევს ფიზიკური ძალადობის ფაქტები-1421 შემთხვევა.

საანგარიშო პერიოდში  14-ჯერ მსხვერპლზე სექსუალურად  იძალადეს.

ოჯახში სექსუალური ძალადობის ერთი შემთხვევა აჭარაშიც დაფიქსირდა.

ეკონომიკურ ძალადობას კი  ადგილი  137-ჯერ  ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით ოჯახური დანაშაულის შესახებ მომართვიანობა ბოლო 6 თვეში საგრძნობლად გაიზარდა .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში