„ძირითადად ჩვენს შეკითხვებზე მან პასუხი გასცა, რომ არ ახსოვს“-პროკურორი ვახტანგ წერეთლის დაკითხვაზე

08 აგვისტო 2019, 18:08 2025 ნახვა

„ძირითადად ჩვენს შეკითხვებზე მან პასუხი გასცა, რომ არ ახსოვს და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი. ჩვენ ვახტანგ წერეთელთან გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვები, ვინაიდან ის წარმოადგენდა “სამგორი M”-ის და „სამგორი თრეიდის“ წილის მფლობელს. ჩვენ გვქონდა შეკითხვები იმ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის დაკითხვის შემდეგ განუცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში