აგვისტოს ომის თარიღი - პოლიტიკური დავის საგანი 

08 აგვისტო 2019, 21:12 1270 ნახვა

ვიდრე საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტზე მეტი დღემდე ოკუპირებულია და ეს პროცესი,  ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, ქართველი პოლიტიკოსები და საზოგადოების ნაწილი, ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ ერთიან  პოზიციაზე, თუ ვინ დაიწყო ომი- საქართველომ, თუ რუსეთმა. 11 წლის შემდეგაც, ამ კითხვაზე პასუხები, სხვადასხვაგვარია, მათ შორის მმართველ გუნდში. და მაინც, ვინ და როდის დაიწყო ომი? ამ კითხვის ალოგიკურობის მიუხედავად, პასუხი კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, 11 წლის წინ განვითარებული მოვლენების, ერთ-ერთი უშუალო მონაწილის,  მამუკა ყურაშვილისგან. გენერალი ყურაშვილს ირინე წუწუნავა ესაუბრა,  რამდენად კარგად იყო შერჩეული დრო და ადგილი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისათვის ცხინვალის რეგიონში და რამდენად მზად იყვნენ საქართველოს სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელები საბრძოლო ოპერაციის ზონაში შექმნილ ვითარებაზე.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში