უეფა-მ „დინამო თბილისი“ დასაჯა - გუნდი 15 აგვისტოს თამაშს ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს

08 აგვისტო 2019, 22:00 3035 ნახვა

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი „ფეიენოორდთან“ „დინამო არენაზე“ მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე (დინამო – გაბალა), „დინამო თბილისის“ გულშემატკივრების რასისტული ქმედების გამო:კლუბი დაჯარიმდება 50 000 ევროთი.ამასთანავე აეკრძალება უეფა-ს ეგიდით გასამართ შემდეგ მატჩზე (დინამო – ფეიენოორდი) მაყურებლის დასწრება, ამავდროულად კლუბი ვალდებულია, სტადიონზე გამოფინოს ბანერი #EqualGame“ – ნათქვამია უეფა-ს ეთიკისა და დისციპლინური ორგანოს გადაწყვეტილებაში.

გავრცელებული ინფორმაციით გუნდის დასჯის საფუძველი რასისტული, ნაცისტური შეძახილები და ბანერები გახდა, რის გამოც „დინამო“ ადრეც იყო გაფრთხილებული.

მაგრამ მსგავსი შემთხვევა „გაბალასთან“ თბილისური მატჩის დროს განმეორდა.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში