ვითარება გუგუტიანთკართან

09 აგვისტო 2019, 10:37 1231 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარის მოსახლეობა აცხადებს, რომ მეორე დღეა სოფელში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აღარ გამოჩენილან.

თუმცა ამბობენ, რომ  ლითონის ბოძები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთში რამდენიმე დღის წინ განათავსეს, კვლავ ადგილზე რჩება.ამიტომ შიშობენ, რომ  ისინი მავთულხლართებს რამდენიმე დღეში გაავლებენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში