აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდამჭერი განცხადება საქართველოზე

09 აგვისტო 2019, 18:04 1815 ნახვა

რუსეთის ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, საერთაშორისო განხილვის საგანი გახდა, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა სადაც ის მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საოკუპაციო ხაზის გაფართოება და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების მოთხოვნები.
 

საკითხი განიხილეს გაეროშიც, ხუთი ქვეყნის მიერ ორგანიზებულ სხდომაზე, რუსეთს მოთხოვეს უკან წაიღოს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გადაწყვეტილება.

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გამოხატული მკაფიო მხარდაჭერაა საქართველოს მიმართ, რუსეთში ამ განცხადებებს მიზანმიმართულ ანტირუსულ კამპანიად აფასებენ. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში