ნიკა გვარამიამ ბრალის დადგენილება საჯაროდ დახია

09 აგვისტო 2019, 20:57 1768 ნახვა

პროკურატურაში ბრალის წარსადგენად მისულმა რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამოწვევა გაუგზავნა, რომელსაც იღებს. მისი თქმით, პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგით ივანიშვილმა აღიარა, რომ მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს, ამიტომ არამხოლოდ ტელევიზიას გააკეთებს, არამედ "პოლიტიკაშიც წავა".

ასეთი გადაწყვეტილება გვარამიამ მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და ის ბრალის წარსადგენად დაიბარა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში