“ქარის მოტანილი” სამშენებლო ნაგავი 

09 აგვისტო 2019, 21:17 2446 ნახვა

შესაძლებელია თუ არა ქარმა ამოავსოს ბუნებრივი ტბორები, რომლებიც მნიშვნელოვან ბუნებრივ წყალსატევებს წარმოადგენს, გადამფრენი ფრინველებისთვის.   ექსკლუზიურ კადრებში, რომელიც  „მთავარმა“ გადაიღო, კარგად ჩანს, რომ მავანს დაჭაობებული ადგილის დაშრობა სურს. ეს არ არის მცირე ტერიტორია,  ამის მიუხედავად, ფაქტზე ინფორმაცია არცერთ სახელისუფლებო სტრუქტურაში არ ჰქონდათ.

გარემოს დამცველები კი, სერიოზულ ეკოლოგიურ ზიანზე და მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე საუბრობენ. ირინე წუწუნავა არკვევდა მთელი დღის განმავლობაში, შესაძლებელია თუ არა ქარის მოტანილი სამშენებლო მასალებით, ტბორების ამოვსება, ამასთან რატომ არ დადგა ამ ფაქტზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი და ვის ეკუთვნის ტერიტორია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში