''ღამის სერენადები'' ბათუმში დასრულდა

29 აგვისტო 2016, 00:00 4278 ნახვა

ბათუმში “ღამის სერენადების” დასკვნითი კონცერტი გუშინ გაიმართა. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მეორე დღეს ლიანა ისაკაძემ მეგობრებთან ერთად, მსმენელებისთვის ვივალდის 4 სეზონი და სხვა ცნობილი ნაწარმოებები შეასრულა. ლეგენდარულმა მევიოლინემ, რომელიც წელს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს, თავისი ვირტუოზული ინტერპრეტაციებით პუბლიკა კიდევ ერთხელ გააოცა. ფესტივალში ტრადიციულად მონაწილეობდნენ ფეისბუქის ვირტუოზები. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ბათუმში უკვე მერვედ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში კონცერტები ანაკლიასა და თბილისშიც ჩატარდება. საიუბილეო ფესტივალის დასკვნითი საღამო დედაქალაქში გაიმართება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში