ჩვილზე ძალადობაში დადანაშაულებული ძიძა პოლიციაში დაიბარეს

13 აგვისტო 2019, 00:06 4250 ნახვა

 ფოთში ჩვილზე ძალადობაში დადანაშაულებული ძიძა გამოკითხვაზე დაიბარეს. დედას ბავშვზე ძალადობის ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მეზობლებმა ბავშვის ხშირად ტირილის შესახებ უამბეს.  

დედამ ფარული გადაღება დაიწყო და მოგვიანებით სოციალურ ქსელში ვიდეოებიც გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, როგორ აჭმევს ძიძა მუხლებში იძულებით გაკავებულ ბავშვს საჭმელს, ბავშვის ტირილის მიუხედავად ის არ წყვეტს მის კვებას. ასევე, რამდენიმე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისმის სავარაუდოდ ძალადობის ხმა და შემდეგ ჩვილის ტირილი. კადრებში ჩანს უხეში მოპყრობა ჩვილის დაძინების დროს და ფიზიკური ძალადობის ელემენტები.

შემთხვევა ფოთში მოხდა. ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.  ძიძა ფოთის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში უკვე იმყოფებოდა, ის პოლიციასთან თანამშრომლობს, თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში