აშშ-ში მცხოვრები მიგრანტებისთვის „მწვანე ბარათის“ მიღების პირობები მკაცრდება

13 აგვისტო 2019, 10:44 1520 ნახვა

აშშ-ში მცხოვრები მიგრანტებისთვის ვიზის გაგრძელებისა და მუდმივი ცხოვრების სტატუსის „მწვანე ბარათის“ მიღების პირობები მკაცრდება-აღნიშნულის შესახებ ტრამპის ადმინისტრაცია იუწყება.

ახალი კანონის თანახმად, ცვლილება შეეხება  იმ აპლიკანტებს, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფოსგან გარკვეული სახის სოციალურ შეღავათებს იღებენ, როგორიცაა მაგალითაც საკვებითა და საცხოვრებელი ფართით დახმარება, ქვეყნის მთავრობამ შესაძლოა ვიზის გაგრძელებაზე ან მწვანე ბარათის მიღებაზე უარი უთხრას.

კანონი ძალაში მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს შევა.

ადმინისტრაციის განმარტებით, ცვლილება იმიგრანტებს უფრო დამოუკიდებელს  გახდის. ისინი საზოგადოებრივ რესურსებზე კი აღარ იქნებიან დამოკიდებული, არამედ საკუთარ შესაძლებლებებს, ოჯახის რესურებს, სპონსორებს და კერძო ორგანიზაციებს დაეყრდნობიან.

აშშ-ში 22 მილიონი ლეგალური მიგრანტი ცხოვრობს, რომლებსაც აშშ-ის მოაქალაქეობა არ გააჩნიათ და რომლებსაც სავარაუდოდ აღნიშნული კანონი შეეხებათ.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში