საქართველოში მომდევნო დღეებში ტემპერატურა 38 გრადუსამდე გაიზრდება

13 აგვისტო 2019, 14:23 1877 ნახვა

მომდევნო ორი დღის განმავლობაში, საქართველოში ამინდს განსაზღვრავს ცხელი ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელება, რომლის გავლენითაც მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი -  გურიაში, სამეგრელოსა და კოლხეთის დაბლობზე, სადაც იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი, ცხელი ქარი.

ტემპერატურა - სანაპირო ზოლში 32-34 გრადუსამდე მოიმატებს, დასავლეთის დაბლობზე 36-38 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთის ბარში კი 33-35 გრადუსი. 

ზღვის წყლის ტემპერატურა შენარჩუნდება კომფორტულ ნიშნულზე და  26 გრადუსი იქნება. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში