ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტვ პირველზე: ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც არ გაჭიანურდება გამოძიება

13 აგვისტო 2019, 16:44 1618 ნახვა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტვ პირველზე კიბერშეტევის ფაქტის გამოძიებას ითხოვს. ქარტიაში იმედოვნებენ, რომ გამოძიება ამ შემთხვევაში მაინც იქნება ქმედითი და კონკრეტული შედეგით დასრულდება. 

"ტელეკომპანია პირველის" ცნობით, არხზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის შედეგადაც ვერ ხერხდება გადაცემების ეთერში გაშვება და სრულფასოვნად მუშაობა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი შემთხვევა. ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც დასრულდება გამოძიება, დადგება დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი და არ გაჭიანურდება ეს პროცესი ისე, როგორც, სხვა მედიასაშუალებების, მაგალითად, "გურიანიუსის" შემთხვევაში მოხდა.

მივმართავთ შესაბამის უწყებებს, გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა ტვ პირველმა შეძლოს დანაკარგის გარეშე მაუწყებლობის გაგრძელება. აუცილებელია დროულად აღმოიფხვრას წარმოქმნილი პრობლემა და უზრუნველყოფილი იყოს არხის შეუფერხებელი ფუნქციონირება" - წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში