სამი პირი დააკავეს, რომლებიც მძევალს 11 000 ლარს სთხოვდნენ 

14 აგვისტო 2019, 10:57 4003 ნახვა

პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომლის სამივე წევრს ძარცვაში, გამოძალვაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მოწმეზე ზემოქმედება ედებათ ბრალად. 

სამცხე-ჯავახეთში ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფის სამი წევრი - 35 წლის ლ.ნ. 49 წლის რ.ა და ასევე 49 წლის ვ.ს. დააკავეს. 

პოლიციის ვერსიით, წარსულში ნასამართლევმა ორმა ბრალდებულმა მოქალაქე ძალადობით აიყვანეს, წაართვეს პირადი ნივთები და თანხა. შემდეგ კი, უფრო მეტი თანხის გამოძალვისთვის ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით, აყენებდნენ ფიზიკურ დაზიანებებს. ერთი კვირის განმავლობაში დანაშაულში ბრალდებულები ითხოვდნენ 11 000 ლარს.  

სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე აიყვანეს. მესამე პირი კი მოგვიანებით დააკავეს, როცა გაირკვა, რომ სავარაუდოდ მოწმეზე გავლენის მოხდენას და ჩვენების შეცვლას ცდილობდა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას მოწმე უკანონოდ, იძულებით ჰყავდა აყვანილი.  

თუ სამივე პირი, მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავედ სცნო სასამართლომ, ბრალდებულებს 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრებათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში