Facebook-მა აღიარა რომ მომხმარებლებს უსმენდა

14 აგვისტო 2019, 11:12 2529 ნახვა

„ფეისბუქი“ აღიარებს, რომ მომხმარებლების აუდიო შეტყობინებებს იწერდა, შიფრავდა და მათ საუბრებს უსმენდა. ამის შესახებ განცხადება საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგმა“ გაავრცელა.

Facebook-ის წარმომადგენლების თქმით, მომხმარებლების აუდიო შეტყობინებების მოსმენა და ჩაწერა მხოლოდ მათთან შეთანხმებით ხდებოდა „ჩვენ ერთ კვირაზე მეტია შევწყვიტეთ მომხმარებლების შეტყობინებების შესწავლა. აუდიო გზავნილების გაშიფვრის მიზანი კი, სარეკლამო განცხადებების მომხმარებელთა მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგება იყო."- ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანონიმური აუდიო შეტყობინებების გაშიფვრით, კომპანია აპლიკაცია Messenger-ის და ხმოვანი გზავნილების დეკოდირების სისტემის მუშაობის ეფექტურობას ამოწმებდა. ფეისბუქის განმარტებით, ეს საუბრები პირადი იყო და მასში ვულგარული ლექსიკაც გამოიყენებოდა.

აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანოებმა „ფეისბუქი“ ივლისის თვეში მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაუცველობის გამო 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში