ქედაში ჩანჩქერებთან მისასვლელი გზები მოუწესრიგებელია

14 აგვისტო 2019, 11:20 2528 ნახვა

ქედაში 10-ზე მეტ ჩანჩქერთან მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია.  სოფელ ზვარეში არსებული ჩანჩქერთან ვიზიტორი ჯერ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით, შემდეგ კი საფეხმავლო ბილიკით, კუსტარულად მოწყობილი ხიდებით უნდა მივიდეს.

ქედის მერია ჩანჩქერებთან მისასვლელი გზებისთვის 18 ათას 500 ლარს ხარჯავს. მოეწყობა გუნდაურის, წონიარისის, ზედა და ქვედა ბზუბზუს, მეძიბნისა და ძენწმანის ჩანჩქერებთან  ინფრასტრუქტურა. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში